მყინვარის ხმა

 პროექტი: მყინვარის "ხმა". მყინვარიდან ნაჟური წყლის ქიმიური ანალიზი

რასგვიყვებიანმყინვარები ჩვენი პლანეტის წარსულისა და აწმყოს შესახებ, და როგორ გვეხმარება ქიმია ამხმისმოსმენაში.

რა არის მყინვარი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?

მყინვარები ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ყინულის მასა. ისინი რთული ქიმიური სისტემებია, რომლებიც ინახავენ ინფორმაციას ათასობით წლის წინანდელი ატმოსფეროს შესახებ. ამიტომაც მათ ბუნებრივ არქივებს უწოდებენ. თუმცა, დღეს გლობალური დათბობის გამო ეს არქივები სწრაფად დნება. ეს პროცესი არა მხოლოდ ცვლის მდინარეების რეჟიმს და ზრდის ზღვის დონეს, არამედ ათავისუფლებს გარემოში იმ ნივთიერებებს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ყინულში იყო ჩამწყვდეული.

მყინვარი, როგორც ქიმიური "არქივი"

წარმოიდგინეთ, რომ მყინვარი ისტორიის წიგნია. მისი ფენები სხვადასხვა ეპოქას შეესაბამება. ყინულში ჩარჩენილი ჰაერის ბუშტები გვიჩვენებს, როგორი იყო ატმოსფერო და რამდენ სათბურის აირს შეიცავდა ის ათასობით წლის წინ. გარდა ამისა, ყინულში ვპოულობთ ვულკანური ამოფრქვევების კვალს, სამრეწველო გამონაბოლქვიდან მოსულ მძიმე მეტალებს და ადამიანის საქმიანობის სხვა კვალს, როგორიცაა პესტიციდები ან თუნდაც რადიოაქტიური ნაწილაკები ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ.

წარმოგიდგენთ კვლევას, რომლის მიზანი იყო, თუ როგორ მოქმედებს სხვადასხვა ტიპის დამაბინძურებელი ნივთიერება ყინულის დნობის სიჩქარესა და დნობის შედეგად მიღებული წყლის ხარისხზე.

ჩატარდა ექსპერიმენტი, სადაც გამოყენებული იყო ყინულის სამი სხვადასხვა ნიმუშისუფთა, მარილიანი და ჭვარტლით დაბინძურებული .

ექსპერიმენტისთვის ღებული იყო  სამი ნიმუში.

პირველი, საკონტროლო ნიმუში, სუფთა წყლისგან დამზადებული ყინული იყო.

მეორე ნიმუშს დამატებული ჰქონდა მარილი,

მესამე ნიმუშს კი  ჭვარტლი, რაც ჰაერში არსებული მტვრისა და სამრეწველო გამონაბოლქვის მოდელია.

შემდეგ სამივე ნიმუშზე ერთნაირ პირობებში დაკვირვების შედეგად შესწავლილ იქნა, რომელი უფრო სწრაფად დნებოდა და როგორი იყო მათი წყლის ქიმიური მახასიათებლები.

შედეგებმა ნათლად აჩვენა დამაბინძურებლების გავლენა.

როგორც მოსალოდნელი იყო, სუფთა ყინული ყველაზე ნელა დნებოდა.

მარილიანმა ყინულმა დნობა ბევრად სწრაფად დაიწყო, რადგან მარილი დნობის ტემპერატურას ამცირებს. მისმა წყალმა მაღალი ელექტროგამტარობა აჩვენა, რაც მასში გახსნილი იონების დიდ რაოდენობაზე მიუთითებს.

ჭვარტლიანი ყინულიც სუფთაზე სწრაფად დნებოდა, რადგან შავი ფერი მეტ სითბოს შთანთქავს, თუმცა წყლის ქიმიური შემადგენლობა თითქმის არ შეუცვლია.

ეს ექსპერიმენტი მცირე მოდელი  იმ გლობალური პროცესისა, რაც ახლა ხდება. როდესაც უზარმაზარი მყინვარები დნება, გარემოში ხვდება საშიში ნივთიერებები. მძიმე მეტალები, როგორიცაა ტყვია და ვერცხლისწყალი, წამლავს წყალს და ცოცხალ ორგანიზმებს. ყინულში ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი მჟავე ნაერთები მდინარეებში ჩაედინება და ზრდის მათ მჟავიანობას. ამასთან, გამოიყოფა მეთანიძალიან ძლიერი სათბურის აირი, რომელიც კიდევ უფრო აჩქარებს კლიმატის ცვლილებას.

დასკვნ

შეგვიძლია ვთქვათ, რომ დამაბინძურებლები, რომლებსაც ადამიანის საქმიანობის შედეგად  გარემოში გამოყოფა, პირდაპირ გავლენას ახდენს მყინვარებზე. ისინი არა მხოლოდ აბინძურებენ წყალს, არამედ აჩქარებენ დნობის პროცესსაც. მყინვარის დნობის წყლის შესწავლით ჩვენ შეგვიძლიაწავიკითხოთინფორმაცია გარემოს დაბინძურების შესახებ და ვიწინასწარმეტყველოთ, რა შედეგები მოჰყვება გლობალურ დათბობას მომავალში.

ამიტომ, მყინვარისხმისმოსმენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი პლანეტის მომავლისთვის.

 

Комментариев нет:

Отправить комментарий